ბესარიონ სიმონიშვილმა ჭიათურაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, ჭიათურაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

უწყების ინფორმაციით, ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე