ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ევროპის ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმას განიხილავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროპის ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმას განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიის ქალაქ მეზებერგში, 29 ივნისს გაიმართება და ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმის გარდა, ორი ლიდერი კოვიდ 19-სგან გამოწვეულ კრიზისსა და სხვა საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.

ცნობისათვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის უთანხმოება არსებობს. ემანუელ მაკრონი ორი დღის წინ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრა ევროკავშირის ბიუჯეტსა და გაჯანსაღების ფონდთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა