ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოციალური აგენტების ანაზღაურება, ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური სოციალურ აგენტებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მათ პირადად მისთვის აღნიშნულ საკითხზე არასდროს მიუმართავთ.

გიორგი წოწკოლაურის თქმით, ის მზადაა სოციალურ აგენტებს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მათთვის საინტერესო საკითხები პირადად განიხილოს.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 700 ლარს შეადგენს.

„სოციალური აგენტები ხელფასს იღებენ გამომუშავებით, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს. დამატებით ფიქსირებულად იღებენ 100 ლარს, რაზეც მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება და შესაბამისად გახდება 200 ლარი. ეს არის რეორგანიზაციული ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. შესაბამისად სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნე, კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი წოწკოლაური აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ სოციალური აგენტების ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება მოხდება, თავდაპირველად 6 თვემდე, შემდეგ კი 1 წლამდე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე