საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიას კენჭი პარლამენტის პლენარულ სესიაზე უყარეს და 84 ხმით დაამტკიცეს.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. ბიუჯეტის დეფიციტი 8,5%-ია. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.

2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის, განათლების და თავდაცვის სამინისტროებოს დაფინანსება მცირდება. კერძოდ, 251.3 მილიონი ლარით მცორდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ,127.7 მილიონი ლარით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით შემცირდება.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პანდემიის შედეგად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე, ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებისათვის დამატებით საჭირო ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 3,4 მლრდ ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კორექტირებულ ბიუჯეტში საზოგადოების ინტერესები გათვალისწინებული არ არის. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა