ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს როგორც განსახლების, ისე დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამები დეტალურად გააცნო. სააგენტოს დირექტორმა შეხვედრების მონაწილე დევნილების პრობლემები პირადად მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა