კატერინ სმოლვუდი - ჯანმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილზე წარმოდგენილ პარტნიორებთან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვალს ადევნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას და ამ მიზნით თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილზე წარმოდგენილ პარტნიორებთან. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსმა ოფიცრმა, კატერინ სმოლვუდმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა იმის შესახებ, ეძლევა თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომისა და იქ პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს პარტნიორებთან და სააგენტოებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილები არიან "სამხერთ ოსეთსა და აფხაზეთში. ჩვენ, ასევე, ძალიან მჭიდროდ ვთანაშრომლობდით გაეროს სხვა სააგენტოებთან იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორია კოვიდ 19-თან დაკავშირებული ვითარება ამ ტერიტორიებზე. ამასთანავე, ამ მიზნით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ და თვალს ვადევნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვმუშაობთ პარტნიორებთან, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილზეც. მონიტორინგს ვუწევთ შემთხვევებს, როდესაც ისინი ჩნდება ამ ტერიტორიებზე და მუდმივი დახმარებას მიწოდებას ვაგრძელებთ,“ - განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა