ომბუდსმენის აპარატმა 2019 წელს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია დაათვალიერა

სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს, საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია დაათვალიერა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები), კვალიფიციური დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარვეზები და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და არათანმიმდევრული გატარება.

“მწვავედ დგას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის საჭიროებაც. არასრული დაფინანსების გამო, პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე. ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არსებითად გააუმჯობესებდა კიბოს პაციენტების მკურნალობას და წამლებზე წვდომას, ასევე გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა