ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და პოლონეთს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევასა და მისი დისკრედიცატიის მცდელობაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და პოლონეთს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევასა და მისი დისკრედიცატიის მცდელობაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ “როიტერსი“ იუწყება.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მისი ოპონენტების უკან უცხო ძალები დგანან, რომლებიც მის და მისი ოჯახის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„აშკარაა, რომ მათ უკან მმართველი პირები დგანან. ჩარევას ახორციელებენ ისინი, ვინც პოლონეთში ცხოვრობენ და ასევე ისინი, ვისი წაქეზებაც რუსეთიდან ხდება. ამ საკითხზე პრეზიდენტ პუტინთან უახლოეს მომავალში შეხვედრაზე ვისაუბრებთ,” - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს განცხადებაზე კომენტირებისას კრემლის პრესსპიკერმ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას არ აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა