ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა

ისრაელმა, კორონავირუსის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.

„მგზავრები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არ არიან, ქვეყანაში არ დაიშვებიან,“ - აღნიშნულია წერილში, რომელიც ავიაკომპანიებმა მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სატრანზიტო რეისების მგზავრებსაც.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ისრაელმა უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა მარტში დააწესა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 22 139 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 308 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა