ომბუდსმენი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე - თუ იქნება პროკურატურის მხრიდან ნება და მოგვცემენ მასალებზე წვდომის საშუალებას, შევძლებთ, რომ სრულყოფილი ზედამხედველობა განვახორციელოთ გამოძიების პროცესზე

თუ იქნება პროკურატურის მხრიდან ნება და მოგვცემენ ამ მასალებზე წვდომის საშუალებას, ჩვენ შევძლებთ, რომ სრულყოფილი ზედამხედველობა განვახორციელოთ გამოძიების პროცესზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, თუ ოჯახის სურვილი იქნება, აპარატი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.

“ჩვენ სიცოცხლის მოსპობის არაერთ საქმეზე გვქონდა გამოძიების მასალებზე წვდომა და დღესაც ვისაუბრე პარლამენტში, რომ გამოძიებები ხასიათდება მთელი რიგი ხარვეზებით, გადაუდებელი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას აქვს ადგილი, რის გამოც შემდეგ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა რთულდება. აქედან გამომდინარე, თუკი დაზარალებულ მხარეს აქვს რაიმე შეკითხვები თუ შიშები, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავუწიოთ მათ შესაბამისი დახმარება და უფრო აქტიურად ჩავერთოთ და აქტიური როლი მივიღოთ გამოძიების ზედამხედველობის პროცესში. სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს გამოძიების მასალებზე წვდომა, თუმცა თუ იქნება პროკურატურის მხრიდან ნება და მოგვცემენ ამ მასალებზე წვდომის საშუალებას, ჩვენ შევძლებთ, რომ სრულყოფილი ზედამხედველობა განვახორციელოთ პროცესზე და ალბათ, თვითონ ოჯახის სურვილზეც იქნება ბევრი დამოკიდებული, რამდენად ექნებათ მათ სურვილი, რომ ჩვენ უფრო აქტიურად მივიღოთ როლი ამ პროცესში”, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი