ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა ხიდის ინციდენტში - გიორგი შაქარაშვილის გაქცევის ან იქ ყოფნის მომენტი არ დასტურდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა.

როგორც მან ჟურნალისტებს მცხეთის პოლიციასთან განუცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფს წვეულებაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისისკენ გაემართა.

მისივე თქმით, თბილისში შესვლისას მათ წვეულებაზე მყოფმა ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დახმარება სთხოვა. ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ ისინი კვლავ წვეულებაზე დაბრუნდნენ.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილში მსხდომი ყველა პირი წვეულებაზე იმყოფებოდა.

“თენგო ბარბაქაძე დაკითხული იყო გამოძიების მიერ და დღეს მისი გამოკითხვა არ მომხდარა. ხიდის ინციდენტის ირგვლივ დღეს დავათვალიერეთ ჩანაწერები, რაც შესაბამისად დაოქმდა. ის მონაწილეობდა აღნიშნული ხიდის ინციდენტში. ჩხუბი მოხდა, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის. არ იყო არანაირი ხელკეტები, იყო უბრალოდ ჩხუბი, თუმცა ნათლად არ ჩანს არაფერი, ვინაიდან, სიბნელე იყო. ჩხუბი არ იყო ისეთი, რომ მაგალითად ვინმე დაზიანებულიყო. არ ჩანს ჩხუბის მომენტი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს და ჩანაწერებში არ ჩანს, რომ შაქარაშვილი იქ იმყოფებოდა. "მერსედესის" ავტომობილით იყო ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც მივიდა და შესაბამისად, შაქარაშვილის გაქცევის ან იქ ყოფნის მომენტი არ დასტურდება.

უკან დაბრუნდა იმიტომ, რომ ავტომობილი ჰყავდათ აგარაკზე დატოვებული, მერე კიდე ორი პირი იყო დარჩენილი, რომელიც იყო წამოსაყვანი და იმათ გამოუარეს. თენგოსაც აქვს დაზიანებები. ალბათ ამ დაპირისპირების დროს აქვს მიღებული. წვეულებაზე მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. არ იცის, ვინ მიაყენა. იქ უშუალოდ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გამოვიდა ხმაურზე, ქეჩოში მოკიდეს და გაათრიეს. შემდგომ მან სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი, მეგობრებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და გაეცალა იმ ადგილას. რომ ჩავიდა თბილისში, მეგობრებმა უთხრეს, რომ ჩვენ დავრჩით და გვირტყამენ, გთხოვთ, გვიშველეთო და მოაბრუნეს მანქანა და წავიდნენ მეგობრების წამოსაყვანად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თენგოს ორი მეგობარი მიდიოდა ხიდზე, ხიდის შემდგომ 100 მეტრის დაშორებით ამოიცნეს ის ხალხი, ვინც მათ გაუსწორდნენ წვეულებაზე და იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არ მომხდარა არც დარეკვა და არც არავის წამოყვანა, ანუ ყველა ამ მანქანაში მჯდომი პირი წვეულებაზეც იყო და შემდგომ მობრუნდნენ ორი მეგობრისთვის და წაიყვანეს”, - აცხადებს ადვოკატი.

იხილეთ ვიდეო:გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი მოწმე ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა