პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს

პაკისტანში, ქვეყნის საერთაშორისო ავიახაზებში მომუშავე 150 მფრინავი დააკავეს, რომელსაც ყალბი ლიცენზია ჰქონდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ავიაციის მინისტრის, გულამ სარვარ ხანის განცხადებით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ პაკისტანში 860 მფრინავიდან 150-ს ყალბი ლიცენზია ჰქონდა, 110-მა კი მოწმობა გამოცდის დროს წესებს დარღვევით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა მფრინავების ლიცენზიების გადამოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეს ქვეყანაში ავიაკასტროფას 97 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური დასკვნის მიხედვით, კატასტროფის მიზეზი მფრინავის შეცდომა გახდა. დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მფრინავს ლიცენზია ოფიციალური დასვენების დღეს ჰქონდა მიღებული და ყალბი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა