შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირების ორი ეპიზოდიდან პირველს ედავებიან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 08:00 საათზე დააკავეს და მას ედავებიან სსკ-ის 126-ე მუხლით შესაძლო დანაშაულის ჩადენას, ეს არის ძალადობა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ კონკრეტულ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. ის რამდენიმე საათით ადრე იყო გადასული ლისის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, პირველ ეპიზოდს ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ვიცი ის, რომ მოხდა კონფლიქტი. მხარეები ვინ იყვნენ, ვინ რა დოზით მონაწილეობდა - ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია. ბუნებრივია, საქმის მასალები არ გადმოუციათ ჯერ, შესაბამისად, ამის თაობაზე ვერ გეტყვით. როგორ კი შევხვდები მას, დამატებითი დეტალები მაშინ მეცოდინება. ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის ბრალს როდის წაუყენებენ,"- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა - შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა