გიორგი გახარია - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა მიმართულებით

ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ჩვენი ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან - სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიმართულებებია - ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი გაღრმავება, ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ფაქტორი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსთან ბრძოლაში კონკრეტული, მიმდინარე დახმარებისთვის, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში გაგვიწიეს. ხაზგასმით მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ დახმარებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და რომლის მატერიალიზებული შედეგია ლუგარის ლაბორატორია, რომელმაც ეპიდემიასთან ბრძოლაში თავისი კონკრეტული და აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის შემდგომი განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიიღო და რომელშიც საქართველო არის იმ ქვეყანათა შორის, რომლის ფინანსური დახმარება ბოლო წლების განმავლობაში ისევე, როგორც 2020 წლის მაჩვენებლებით გაზრდილია და შეადგენს 132 მილიონ აშშ დოლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, აშშ-თან თანამშრომლობის ახალი განზომილება, რომელზეც სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ, არის ეკონომიკური თანამშრომლობის განზომილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად ვსაუბრობთ ვაჭრობის სპეციალურ რეჟიმებზე, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს. ეს არის ძალზედ საფრთხილო და დეტალურად სამუშაო მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წლის ბოლომდე და შემდგომ“, - აღნიშნა პრემიერმა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)