გიორგი გახარია - რეფორმების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვოთ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც მივდივართ

განათლების სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის ხარისხთან. ადამიანური კაპიტალის ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან, ისე ყველა სფეროს განვითარებასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელე იყოს მაღალი კომპეტენციის.

„მაღალი კომპეტენციის საჯარო მოხელე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და განათლების სისტემამ უნდა დაფაროს ყველა ის მიმართულება, რომლისთვისაც ქვეყანას სჭირდება შემდგომი განვითარება. დღეს საქართველოს განვითარების ეტაპიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდგომი 10, შეიძლება 15 წელიც ქვეყანა მუდმივი რეფორმირების პროცესში უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, მუდმივი რეფორმებია გასატარებელი როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, ბევრი სხვა მიმართულებით და რეფორმირების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვოთ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, სხვადასხვა განზომილებაში, იმ ევროპულ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენი ძირითადი ფასეულობები და რომლისკენაც მივდივართ, რომ გვქონდეს ყველანაირი შესაძლებლობა, უფრო დაჟინებით, უფრო დასაბუთებულად, ეფექტურად და სწრაფად მოვითხოვოთ სრულფასოვანი წევრობა იმ ევროპულ ოჯახში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების საბოლოო მიზანია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა