გია ვოლსკი - ბოლო პერიოდმა, განსაკუთრებით კი ამ უბედურებასთან ბრძოლამ, რასაც კოვიდინფექცია ჰქვია, დაგვანახა, რომ არაფორმალური მმართველობა მითია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა მითია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება.

„მგონი, ამ ბოლო პერიოდმა, განსაკუთრებით კი ამ უბედურებასთან ბრძოლამ, რასაც კოვიდ ინფექცია ჰქვია, დაგვანახა, რომ არაფორმალური მმართველობა მითია. რეალურად, ასეთი რამ არ არსებობს. რაც შეეხება კორუფციას, იცით, რამდენი ადამიანია დაკავებული კორუფციული დანაშაულისთვის, რამდენი იხდის სასჯელს და მათ შორის რამდენია ხელისუფლების წარმომადგენელი? თუ რომელიმე საკითხი გამოძიების პროცესშია, ის ფაქტი არანაირად არ ქრება, რასაც კორუფციასთან ბრძოლის პროცესი ჰქვია"-აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის თანახმად, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი