ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარემოსდაცვითი მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა

გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა. ეს უკავშირდებოდა ნარჩენების მართვის ახლებურ მიდგომებს, რომელიც მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს ამკვიდრებს, - ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ტყის კოდექსის მიღებას. მინისტრის თქმით, პარალელურად, უკვე დაიწყო შესაძლებლობების განვითარება ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით.

„დაიწყო საქმიანი ეზოების მოწყობა და სამეურნეო საქმიანობების აღდგენა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ისე, რომ მერქნულ რესურსზე გაჩნდეს წვდომა როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის, რათა მანკიერი პრაქტიკა სოციალური ჭრების ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ამ კუთხით, მე ვფიქრობ, 2020 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი. დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებისა და გარემოს დაცვა რამდენად პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი სამინისტროსთვის, ვფიქრობ, ამაზე რიცხვები მეტყველებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ 200 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ემატება დაცულ ტერიტორიებს. დაახლოებით, 600 000 ჰექტრამდე იყო და 30%-ით იზრდება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობი. დაცული ტერიტორიების ფართობის ასეთი უპრეცედენტო ზრდა აქამდე არ ყოფილა. თუმცა, ფართობის ზრდა არის ერთი ნაწილი და მეორე არის ხარისხობრივი გაუმჯობესება, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის შემოღება უკვე არსებულ დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შენარჩუნების უკეთეს საშუალებას მოგვცემს და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 55 მილიონ დოლარზე მეტია კერძო ინვესტიციები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით