ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - აუცილებლად მოგიწევთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგხვდებათ დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი

უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საპარლამენტო ოპოზიცია ორშაბათს პარლამენტში არ მივა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს, “დიპლომატებისგან მწარე მუშტი მოხვდება”.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ოპოზიციას ანტიდასავლური და რუსული საქმის გამკეთებელი პოლიტიკური ძალა უწოდა.

“თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევით თქვენს პასუხისმგებლობას, აუცილებლად მოგიწევთ ამ დარბაზში მოსვლა და მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა. თუ ამას არ გააკეთებთ, ამ შემთხვევაში მოგხვდებათ დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას.

თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ევროსაბჭოში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც აღიარა ის, რომ სწორედ ქართულმა მხარემ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. თქვენ ხართ მოღალატეობრივი, რუსული საქმის გამკეთებელი პოლიტიკური ძალა”, - მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი