ენტონი ფაუჩი - აშშ კორონავირუსის გამო სერიოზული პრობლემის წინაშეა

აშშ კორონავირუსის გამო სერიოზული პრობლემის წინაშეა, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის მიზეზი შესაძლოა ყველაფერი იყოს, მათ შორის ზოგიერთი რეგიონის მიერ შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნა და მოქალაქეების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული მითითების არასათანადოდ შესრულება.

„ერთადერთი გზა ეპიდემიის დასასრულებლად, მისი ერთობლივად დასრულებაა. თქვენ გაქვთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, თუმცა კორონავირუსის მოწყვლად პირებზე გავრცელების შეჩერების საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც გაქვთ, იმიტომ, რომ თუ გვსურს ეს ეპიდემია შევაჩეროთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვართ“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის რამდენიმე შტატში, მატ შორის აიდაჰოს, ალაბამის, არიზონის, ვაიომინგის, ჯორჯიის, კალიფორნიის, მისისიპის, მისურის, ნევადის, ოკლაჰომის, ტენესის, ტეხასის, ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში, ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ეპიდემიის გავრცელების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, ქვეყანაში დაინფიცირდა სულ მცირე 2.48 მილიონი და დაიღუპა 125 000-მდე ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა