აშშ-ში რუსეთის საელჩო New York Times-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

რუსეთისა და ავღანეთის შესახებ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციით რუსი დიპლომატების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

“მოსკოვის წინააღმდეგ უსაფუძვლო და ანონიმურმა ბრალდებებმა (რომელიც New York Times-შია გამოაქვეყნებული), ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის ფარული ჩანაფიქრის შესახებ, უკვე შეუქმნა პირდაპირი საფრთხე ვაშინგტონსა და ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩოების თანამშრომლების სიცოცხლეს” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

რუსი დიპლომატების მტკიცებით, გამოცემა რუსეთის დასადანაშაულებლად ყალბ ამბებს თხზავს.

„უფრო მეტიც, სტატიის ავტორებს აშკარად არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ თანამშრომლობენ რუსეთი და აშშ ავღანეთის სამშვიდობო პროცესსა და სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელისა და ირანის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე“. საელჩო აშშ-ის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლად ეფექტური ნაბიჯები გადადგან.

„აშშ-ის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან ვითხოვთ, გადადგან ეფექტური ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება,“- აღნიშნულია საელჩის განცხადებაში.

ცნობისათვის, New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს გასამრჯელოს სთავაზობდა ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა