ქაბულში აფეთქებას ორი უფლებადამცველი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი კომისიის ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, „ავღანეთის ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი კომისიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანქანა, რომელშიც 24 წლის ფატიმა ხალილი და 41 წლის აჰმედ ჯავედ ფოლადი ისხდნენ, მაშინ აფეთქდა, როდესაც კომისიის წევრები ოფისისკენ მიდიოდნენ.

„ეს შეუწყნარებელი საქციელია, ადამიანის უფლებების დამცველების მკვლელობა ომის დანაშაულია,“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა