ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილებისთვის დაფინანსებული სათბურები მოინახულა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ საზღვრისპირა სოფლებში რიყესა და შამგონაში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გრანტი 15 დევნილს გადაეცა. დაფინანსების საშუალებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სათბურები მოაწყვეს, რაც მათთვის დღეს უკვე შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

„პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ. პროგრამა სააგენტოსა და USAID-ის კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა საზღვრისპირა სოფლებში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა