ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია და საკუთარ სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს

ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

"ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოვუხადოთ გერმანიის ელჩს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე აკეთებს ასეთ განცხადებებს, მითუმეტეს, საუბარია ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერზე . ეს არის მიუღებელი და მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა