ლევან კობერიძე დიმიტრი ხუნდაძეს - მოგმართავთ თხოვნით, ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ იყოს განხილული სამედიცინო სექტორთან კონსულტაციების გარეშე

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის ინფორმაციით, მან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე ჯერ სამედიცინო სექტორთან გამართულიყო კონსულტაციები და ამის შემდეგ ყოფილიყო კომიტეტზე განხილული, თუმცა როგორც კობერიძე აცხადებს, ამაზე კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია უარყოფითი იყო.

როგორც კობერიძემ განაცხადა, კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში, გამოეთქვათ მოსაზრებები და არგუმენტები.

„ბატონო დიტო, თქვენ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უარს ამბობთ ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციაზე ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვის წინ? საჯარო განცხადებებში ჯანდაცვის მინისტრი, პრემიერი, თქვენც, პირდებით და მერე არავინ ხვდება ექიმებს და კლინიკებს. მოგმართავთ თქვენ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კანონპროექტი წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ იყოს განხილული, რადგან, მიუხედავად ყველას მხრიდან დაპირებებისა, სექტორის წარმომადგენლებთან პრაქტიკულად კონსულტაციები არ გამართულა“, - მიმართა კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს.

ცნობისთვის, ხვალ, ჯანდაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს, რომლის თანახმად რეგულირების სააგენტო უფლებამოსილი ხდება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირი რეაგირება ჰქონდეს პაციენტის საჩივარზე და დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა. გარდა ამისა, ცვლილებები შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კი, მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოებისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე