პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს ჰიმნით აღნიშნეს

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს ჰიმნით აღნიშნეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა, ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის, საჭიროა გიორგი რურუას გათავისუფლება.

„მნიშვნელოვანია, რომ აღარასდროს არ იქნება საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ველოდებით 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე გიორგი რურუას გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულებულად არ ჩაითვლება”,- განაცხადა ნიკა ფარულავამ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა