„ალ ჯაზირა“ - ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და ინტერპოლს დახმარებისთვის მიმართა

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ ათეულობით პირის დაპტიმრების ორდერი გასცა და მათ დაპატიმრებაში დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეირანის პროკურორმა ალი ალყასიმერის განაცხადა, რომ ტრამპს და მასთან ერთად 30-ზე მეტ პირს, რომლებსაც ირანი 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს, „მკვლელობისა და ტერორიზმის ბრალდებებით გასამართლება ემუქრებათ“.

შეგახსენებთ, 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა