„აღმოაჩინე ის რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ახალი  კამპანია დაიწყო

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია -იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

“შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია -იმოგზაურე საქართველოში“ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხეს გავუწევთ მაქსიმალურ პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ სექტორს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი.

დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ.

კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მედია-ტური შიდა ქართლში გაიმართა. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მედია-ტურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო