კურტ ვოლკერი - გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს გააძლიერებს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს! ეს გააძლიერებს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

"გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს! ეს გააძლიერებს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. კარგი კომპრომისია საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ოპოზიციის, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით", -წერს ვოლკერი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა