მედია - თურქეთმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა

თურქეთმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 67 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია „ჭაობი“ 9 ქვეყანასთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და მის ფარგლებში 70 მილიონი თურქული ლირა (დაახლოებით 10.21 მილიონი აშშ დოლარი) ამოიღეს.

„დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი წითელი ცირკულარით იძებნება და ბრაზილიასა და ნიდერლანდებში 26 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი,“- განაცხადა სულეიმან სოილუმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა