ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნის 10 გარეუბანში კარანტინი ხელახლა დაწესდა

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატის ქალაქ მელბურნის 10 გარეუბანში საკარანტინო ზომები ხელახლა დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საკარანტინო რეჟიმი ძალაში 1 ივლისიდან შევა და 29 ივლისამდე გაგრძელდება.

ვიქტორიას შტატის პრემიერის, დანიელ ანდრიუს, განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც იმ 10 დასახლებაში ცხოვრობენ, სადაც კარანტინს აწესებენ, სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი მაღაზიებში საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთების საყიდლად, სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიან და ამის გაკეთება სახლიდან გასვლის გარეშე შეუძლებელია.

აღნიშნულ უბნებში დაიხურა სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები და საცურაო აუზები. კაფეებსა და რესტორნებს კი მხოლოდ ადგილზე მიტანისა და წაღების სერვისების განხორციელების საშუალება ექნებათ.

ცნობისათვის, ვიქტორიას შტატში ბოლო 14 დღეა ახალი შემთხვევების ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება, ბოლო 24 საათში კი შტატში კოორნავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება ავსტრალიას, ქვეყანაში, პანდემიის გავრცელების დღიდან, 7 836 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 104-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა