ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში 111 000 PCR ტესტია ჩატარებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში 111 000 PCR ტესტია ჩატარებული.

„დღემდე ჩატარებულია სულ 111 000 PCR ტესტი, ამას ემატება კიდევ 50 000-მდე სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული. PCR ტესტით ჩვენ უკვე მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 000 ტესტზე ვართ ასული, რომელიც არ არის ცუდი მაჩვენებლი და ვართ საშუალო ქვეყნების რიცხვში”, - განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ტესტირებას ქვეყანაში 19 ლაბორატორია აწარმოებს. “გაფართოვდა ტესტირების არეალი. მოგეხსენებათ უკვე დღეს 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას ქვეყანაში და იმის გამო, რომ არ გაგვეპაროს, იყო ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, ჩვენ, ლუგარმა ავამუშავეთ გარე კონტროლის სისტემა, სადაც რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული, როცა გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და ეს დადებითები დაუყოვნებლივ იქნენ გადაყვანილი საკარანტინო სივრცეებში “, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა