ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ძალაში რჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყანაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 86%-ს შეადგენს.

„რაც შეეხება ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, მინდა გითხრათ, რომ ის სრულად კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება. დღეს არსებული მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ კარგი გვაქვს- 86%-ზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით. 119 კოვიდინფიცირებული ადამიანი კლინიკებში რჩება. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1,6%-ს, რაც საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია“,-აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები კვლავ კარანტინის რეჟიმს გაივლიან.

„ჯერჯერობით, ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ძალაში რჩება. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი, ე.წ. თვითიზოლაცის, როდესაც არის ოჯახი“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

მისი თქმით, საქართველო შესაძლოა იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდეს, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის და აღნიშნულის შემდეგ, ევროკავშირი გარკვეულ რეგულაციებს დააწესებს.

„ყველა ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. იცით, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველო არის იმ 14 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროპა საზღვარს უხსნის. ალბათ, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ექნება დანართი, თუ რას მოსთხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებს, რომელთა რიცხვში ჩვენც შევდივართ. ალბათ, ექვივალენტური იქნება. რასაც ევროკავშირი დააწესებს, ეს მოითხოვს, რომ ქვეყანაში შესაბამისი რეგულაცია დაწესდეს“,-აცხადებს გამყრელიძე.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს