თამარ გაბუნია - უნივერსალურად კარის გაღება ვერ მოხდება, იქნება შერჩევითად და კონტროლით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში რისკების შემოდინება, თავიდან ავიცილოთ

უნივერსალურად კარის გაღება ვერ მოხდება, ეს იქნება შერჩევითად და იმ კონტროლით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში რისკების შემოდინება, თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნეს ვიზიტორებთან მოთხოვნა იქნება 72-საათიანი ვალიდურობის ტესტის ქონა, ან ადგილზე ტესტირება ყოველ 72 საათში.

"იმ ქვეყნებთან მიმოსვლის გახსნა, რომელიც ეპიდემიურად წითელ ზონაში ან მაღალი რისკის მატარებელია, რა თქმა უნდა, რისკის შემცველი არის. აქედან გამომდინარე, ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად, როგორ და რა ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, გავითვალისწინებთ იმ ქვეყნების ეპიდემიურ სტატუსს, საიდანაც დაიწყება აღდგენა მოგზაურების. ბიზნეს მოგზაურებთან დაკავშირებით, დაცვის მექანიზმია ან 72-საათიანი ვალიდურობის ტესტის მოთხოვნა, ან უკვე ადგილზე ტესტირების შესაძლებლობა და შემდეგ რეგულარული ტესტირებისთვის პირობების შექმნაა, ისე როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ მაგალითად, ტრაილერის მძღოლებთან მიმართებით, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან საწყისი ტესტირების შემდეგ და 72 საათში ერთხელ ისევ იტარებენ ტესტირებას. ეს არის ჩვენთვის ერთ- ერთი დაცვის მექანიზმი, სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა ქვეყნებშიც. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიაზე, ასე უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და 15 აგვისტოს, ამიტომ დაველოდოთ და შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ შემთხვევაში მთავარია, ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი და ასეც ვაკეთებთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, საზღვრების გახსნა მოხდება შერჩევითად და კონტროლით.

„პირველი კრიტერიუმი, რითაც მიიღება გადაწყვეტილება და ყველა ქვეყანა ასე აკეთებს, არის შეფასება ეპიდემიური რისკის სხვა ქვეყანაში, საიდანაც მოგზაურები უნდა შემოვიდნენ და ასევე, რისი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას საზღვარზე დაცვისთვის. ეს არის კარანტინის, თვითიზოლაციის და ტესტირების მექანიზმი, ამდენად ჩვენც ეს არჩევანი გვაქვს და დავკონკრეტდებით, რომელი ქვეყნიდან რა ვადებში, რომელი ჯგუფებისთვის და რა მექანიზმით მოხდება საზღვრების გახსნა. უნივერსალურად კარის გაღება ვერ მოხდება, მოხდება შერჩევითად და იმ კონტროლით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში რისკების შემოდინება ავიცილოთ თავიდან, როგორც აქამდე ვაკეთებდით და რის ხარჯზეც გვაქვს ასეთი კარგი ეპიდემიური მდგომარეობა", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის, ევროკავშირის საბჭო ქვეყნების ოფიციალურ სიას აქვეყნებს, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს, მათ შორის არის საქართველო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა