მამუკა მდინარაძე - მომხრე ვიქნებოდი, რომ მართლაც შექმნილიყო ახალი ოპოზიცია - სამწუხაროდ, მთავარ ოპოზიციურ ნიშას ჯერ კიდევ იჭერს „ნაცმოძრაობა” და მისი სამეგობრო პარტიები

მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ მართლაც შექმნილიყო ახალი ოპოზიცია. თუ გზა გაეხსნებათ პარტიებს, რომლებსაც ორიენტირება ექნებათ რეალურ საჭიროებებზე, ეს ქვეყნისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი, მაგრამ ეს ამ არჩევნებზე ალბათ ვერ მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურანლისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყნის ძირითად ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა” რჩება და ჯერჯერობით არაა სხვა პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგი იმგვარი, რომ ისინი გარდაიქმნან მძლავრ ოპოზიციად, რომელმაც შეიძლება მმართველ გუნდს კონკურენცია გაუწიოს.

„მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ მართლაც შექმნილიყო ახალი ოპოზიცია, რომელიც მოხერხებდა საქმეზე ლაპარაკს და არა სპეკულირებას. მოახერხებდა მოქალაქეების გაჭირვებაზე ლაპარაკს, მაგრამ ჯერჯერობით არაა სხვა პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგი იმგვარი, რომ ისინი გარდაიქმნან მძლავრ ოპოზიციად, რომელმაც შეიძლება გაუწიოს კონკურენცია მმართველ გუნდს.

სამწუხაროდ, ამ ნიშას ჯერ კიდევ იჭერს „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სამეგობრო პოლიტიკური პარტიები, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, ისევ ისინი არიან მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოდგენილები, რომლებმაც ლიდერად აირჩიეს შალვა ნათელაშვილი და გიორგი რურუა, ნაცვლად მიხეილ სააკაშვილისა. მიხეილ სააკაშვილი გარედან ახორციელებს ლიდერის ფუნქციებს. დღევანდელი სამწუხარო მოცემულობა ესაა. შემდეგ არჩევნებზე პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესაძლოა გაცილებით კონსტრუქციულები იყვნენ, ვერ გაუწევენ ღირსეულ კონკურენციას მმართველ გუნდს, იმიტომ, რომ არიან ძალიან ახლები, მათი რეიტინგი ჯერჯერობით დაბალია.

თუ გზა გაეხსნებათ პარტიებს, რომლებსაც ორიენტირება ექნებათ რეალურ საჭიროებებზე, ეს ქვეყნისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. მაგრამ ეს ამ არჩევნებზე ალბათ ვერ მოხდება”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ “კენჭისყრა იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", მეორე მხარეს - პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა