გიგა ბოკერია - ტესტი იყო, პროპუტინისტური პროპაგანდის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ წარმომადგენელს ირჩევს თუ არა უმრავლესობა და კიდევ ერთ ტესტში დაუდასტურეს საზოგადოებას, სად დგას ივანიშვილი

ტესტი იყო, ასეთ ფიგურას, პროპუტინისტური პროპაგანდის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ წარმომადგენელს აირჩევს თუ არა უმრავლესობა და კიდევ ერთ ტესტში დაუდასტურეს საზოგადოებას, სად დგას ივანიშვილი , - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების, მათ შორის ბონდო მძინარაშვილის დამტკიცებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც მმართველი გუნდი იტყვის, რომ რუსულ პროპაგანდას ებრძვის, ყველას უნდა ახსოვდეს მათი ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის მტრების პროპაგანდისთვის ქმნიდა ფონს.

“კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, რა პოზიციები აქვს ივანიშვილის გუნდს ზოგადად, ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ აქ სხვას არავის არ ჰქონდა მნიშვნელობა. როდესაც ესეთ ფიგურას, რომელიც ღიად პროპუტინური პროპაგანდის გამტარებელია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ქვეყნის შიგნით პერსონალური თავისუფლების ღია მოწინააღმდეგეს აძლევ ხმას, ამით ახდენ ლუსტრაციას. ტესტი იყო, ასეთ ფიგურას პროპუტინისტური პროპაგანდის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ წარმომადგენელს ირჩევს თუ არა უმრავლესობა და კიდევ ერთ ტესტში დაუდასტურეს საზოგადოებას, სად დგას ივანიშვილი. ამიტომ ხვალ და ზეგ, როცა იტყვიან, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ პროპაგანდას და რთულია, ყველას უნდა ახსოვდეს მათი ნაბიჯები, იქ სადაც, მათი გადაწყვეტილებები ქმნიდა ფონს ჩვენი ქვეყნის მტრების პროპაგანდისთვის”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა ზაზა აბაშიძის (98 მომხრე), ბონდო მძინარაშვილის (95 მომხრე, 13 წინააღმდეგი) და გრიგოლ მურღულიას (92 მომხრე, 1) კანდიდატურები დაამტკიცა.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე კენჭი სულ ოთხ კანდიდატს უარეს, თუმცა, დოდო შონავას კანდიდატურა ჩავარდა (44 მომხრე, 4 წინააღმდეგი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა