რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 99,9 %  დათვლილია - პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომჩევლების 77,93% უჭერს მხარს

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი - წინააღმდეგია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99,9 %.

ცესკო-ს ცნობით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 65-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვა 1-ელ ივლისს გადაწყდა, თუმცა ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხმის მიცემის პროცესი 25 ივნისიდან დაიწყო. საარჩევნო უბნები კი გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.

როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

იხილეთ ვიდეო:რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 99,9 % დათვლილია - პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომჩევლების 77,93% უჭერს მხარს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა