პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით (94 ხმით) მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პროექტს მხარი კონკრეტული დათქმებით დაუჭირეს, რომელიც მესამე მოსმენისთვის უნდა აისახოს.

როგორც სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ერთი დათქმა ეხება ეგზიტპოლების ჩატარების დაშვებას საარჩევნო უბანთან 25- მეტრიან რადიუსში, ხოლო მეორე დათქმა - არაკვალიფიციურ და კვალიფიციურ სუბიექტების მიმართ თანაბარ მიდგომას.

„ერთი ეხება ეგზიტპოლებს, რაც ჩვენ გავიზიარეთ, ანუ გვაქვს შემდეგი ფორმულირება მე-13 პუნქტის შესაბამის მუხლში,რომ ამ მუხლის მე-12 პუნტი არ ვრცელდება საზოგადოებრივი კვლევის ეგიზტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე და ასევე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გიგა ბუკიას ინიციტივა იყო, რომ არადისკრიმინაციული მიდგომა განხორციელებულიყო როგორც კვალიფიციურ, ასევე, არაკვალიფიციურ სუბიექტებზე და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება დაზუსტება. რედაქციას წარმოგიდგენთ უშუალოდ მესამე მოსმენის დროს,“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ კოდექსში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანხმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი