ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში

ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ. ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება, შესაბამისად, საბაბიც კი არ დარჩათ იმისათვის, რომ რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 8 მარტოს შეთანხმება უკვე შესრულებულია და ოპოზიცია ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს.

„ამ პოლიტიკურ ძალას აქვს დაუოკებელი სურვილი, რომ საკუთარ ლიდერად წარმოაჩინოს გიორგი რურუა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ამ სურვილს და შეუძლიათ ასე გააგრძელონ.

8 მარტის შეთანხმება შესრულებულია. ჩვენ შევასრულეთ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის გარეშე, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. მე არაერთი ფაქტი ვიცი, როგორ ცდილობენ ისინი დეპუტატების გაწვევას კენჭისყრიდან, ამ მცდელობების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და ერთპარტიულად, დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ორ ფრაქციასთან ერთად აღვასრულეთ პირნათლად 8 მარტის შეთანხმება. შესაბამისად, ისინი, ბუნებრივია ვერ გექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში. მათი მიზანი ცალსახად იყო ჩაგდება. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, მათი რეიტინგი მათთვისაც ცნობილია. ერთადერთი გზა მათთვის არის რადიკალიზაცია. თუმცა ხედავთ, რომ ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება, შესაბამისად, საბაბიც კი არ დარჩა იმისათვის რომ რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება”,- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა