პრეპარატ „რემდესივირზე“ ტესტი ჯერ კიდევ გრძელდება, მისი ეფექტურობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერ არ დადასტურებულა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატიმ განაცხადა.
„პრეპარატ „რემდესივირის“ მრავალი კვლევა გრძელდება, მათ შორის, სოლიდარობის ტესტით. ერთადერთი რაც ვიცით დღეისთვის, ეს არის ჩინეთში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომლებმაც „რიმდესივირის“ ვერანაირი დადებითი შედეგი ვერ აჩვენეს. ასევე, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის პუბლიკაციები, რომლებიც მიუთითებენ დაინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის დროის 30 %-ით შემცირებაზე. ჩვენ ვიცით, რომ „რემდესივირი“ ანტივირუსული წამალია, მაგრამ არ ვიცით მისი ეფექტურობის შესახებ“, - განაცხადა სუმია სვამინატიმ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მედიკამენტზე ტესტირება უნდა გაგრძელდეს, რათა განისაზღვროს მისი წვლილი სიკვდილიანობის შემცირების საკითხში და სხვა სარგებელი კოვიდ-19-ით დაინფიცირებულებისთვის.