გიგი წერეთელი - ისევ რჩება ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსები იყოს სერიოზულად გამოყენებული

ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში ბევრი საკითხი გათვალისწინებული არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისევ რჩება ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსები სერიოზულად იყოს გამოყენებული.

„თავისთავად საარჩევნო კოდექსის მიღება არის მნიშვნელოვანი აქტი, მაგრამ მთავარია, რა შეიცვალა რეკომენდაციების შედეგად, რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად და იმ გარემოში ჩატარებას, რომელიც კარგად უნდა შეფასდეს. ეს არის ხომ გაცხადებული ამოცანა, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბევრი საკითხია, რომელიც შესაძლებელია ითქვას, რომ უფრო კოსმეტიკურად არის, ვიდრე რეალურად. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ეუთო-ს რეკომენდაციებშიც იყო, ეს გახლავთ სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნა, აქ ჩვენ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავთ. ასევე სერიოზული იყო საკითხი, რომელიც დისტანცირებაზე იყო მიმართული და ამომრჩეველზე ზეგავლენაზე, აქაც ვფიქრობთ, რომ არაფექტიანი იქნება 25 მეტრიანი მანძილი და ბევრი სხვა რამ. ყველაზე მთავარი, ისევ რჩება ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსები იყოს სერიოზულად გამოყენებული, ასევე მედიაზე ზემოქმედების მექანიზმები და ასე შემდეგ“,-განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა