„ნაცმოძრაობის“ წევრი - ჭოროხის გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 4 მილიონი ლარი აჭარის მთავრობამ მოიპარა

ჭოროხის გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 4 მილიონი ლარი აჭარის მთავრობამ მოიპარა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ორი წლის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაანონსა, რომ მოსახლეობას გზას მოუწესრიგებდა, დააგებდა ასფალტს და გზის რეაბილიტაციას ბოლომდე მიიყვანდა.

"2 წლის წინ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ასფალტს დააგებდნენ, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ მიიყვანეს, ეს ცხადია. რაც დააგეს, ისიც მიღება- ჩაბარება მოხდა კორუფციული გარიგებებით. საგზაო დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მოახდინა ეს მიღება -ჩაბრება და ეს არის რიჟვაძე-ჩიქოვანის კორუფციული გარიგება, სადაც 4 მილიონი მოიპარეს“ , - განაცხადა ბოლქვაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას აჭარის საგზაო დეპარტამენტში უპასუხეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს ჭოროხის გზის უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, მალე პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება.

"აჭარაში ჭოროხის გზის უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს. ბათუმის შემოვლითი გზის ფუნქციის პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რომლის ფარგლებში 3,5 კმ სიგრძის ასფალტობეტონის გზა მოეწყო. პროექტის მეორე ეტაპი დამატებით 2,2 კმ გზის მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელებისთვის ჭოროხის გზის მიმდებარედ 13 მესაკუთრისგან უკვე მოხდა მიწის გამოსყიდვა, რისთვისაც სახელმწიფომ მოსახლეობას ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა. ამ ეტაპზე დარჩენილ რამდენიმე მესაკუთრისგან მიწის გამოსყიდვის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მახოს ხიდი გონიოს ხიდს ახალი 5,7 კმ სიგრძის საავტომობილო გზით დაუკავშირდება", - განაცხადეს უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს