ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმსა და ჩაქვში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ აჭარაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ბათუმსა და ჩაქვში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ