იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კაგოშიმას და კუმამოტოს პრეფექტურებში, ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Japan Today ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 9 ადამიანი. გარდა ამისა, სტიქიის გამო, 200 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია, ათასობით ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. მან დაზარალებულ მხარეში სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობისთვის 10 000 ჯარისკაცის გაგზავნის განკარგულება გასცა.

იხილეთ ვიდეო: იაპონიაში ძლიერ წვიმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს