რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 134 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 681 251-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 134 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 161-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 450 750-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად 220 340 ადამიანია დაავადებული. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი, აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში, კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 134 ადამიანი გარდაიცვალა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა