სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ისეთი ისტორიული ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ, რაც ჩვენი კულტურის მაჩვენებელია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი, ლეჩხუმში კი სოფელი ლაილაში დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ.

,,არამხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები - ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

„არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. 14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი. ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. სოფელი ასევე, ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით - ,,ლაილაშის ბიბლია“, რომელიც X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ხელნაწერია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის