ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ტოკიოს მერი კვლავ იურიკო კოიკე გახდა

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, იაპონიიის დედაქალაქ ტოკიოს მერის არჩევნებში მოქმედ მერს იურიკო კოიკეს ამომრჩევლების 74%-მა დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას Japantoday ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ იურიკო კოიკემ, რომელიც დედაქალაქის მერად უკვე მეორედ აირჩიეს, მოსახლეობას პირობა მისცა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე ტალღისგან ტოკიოს დასაცავად საჭირო ზომების გატარებას განაგრძობდა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა შესაძლო მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად და გავაგრძელებ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას,“ - აღნიშნა იურიკო კოიკემ.

შეგახსენებთ, ტოკიოში მერის არჩევნები გუშინ ჩატარდა. მასში სულ 22 კანდიდატი მონაწილეობდა. 67 წლის იურიკო კოიკეს მთავარი კონკურენტი ყოფილი მსახიობი, ტარო იამამოტო იყო.

აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოდან ტოკიოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. გასული დღის განმავლობაში ქალაქში კოვიდ 19-ით ინფიცირების 111 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება ზოგადად იაპონიას, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 20 000-ს მიუახლოვდა, დაღუპულთა რიცხვი კი 977-ია.

იხილეთ ვიდეო:წინასწარი შედეგებით, ტოკიოს მერი კვლავ იურიკო კოიკე გახდა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი