რუსეთში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 135 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 687 862-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 135 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 296-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 454 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 135 ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა