ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ძალიან მარტივად გაიყიდნენ - როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, მოთხოვნაზე უარი თქვეს

ძალიან მარტივად გაიყიდნენ, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მოთხოვნა იყო თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებასთან და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მემორანდუმის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ისინი ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას.

“ძალიან მარტივია ის, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას. ისინი პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც იკავებენ რადიუსს საარჩევნო უბანთან. შესაბამისად, მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა ამაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ “ნაცმოძრაობა” უშლიდა ხელს 25-მეტრიანი წესის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი “ტრიუკით” ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. მზად ვართ, რომ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსის წესი და ვურჩიოთ ჩვენს აქტივისტებს და მივცეთ მითითება, რომ არ დადგნენ 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა გამოამჟღავნეს უკვე “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ასეთი წესის დადგენას”, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში