სერგი კაპანაძე - პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები არაფერში ჯდება, პრაქტიკა არ არსებობს მსოფლიოში, თუ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს არ ავიღებთ

პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტები არაფერში ჯდება. ამის პრაქტიკა არ არსებობს არსად მსოფლიოში, თუ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს არ ავიღებთ , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ „ინტერპესნიუსთან" "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორივე ცვლილება წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება და ამას სხვა ახსნა არ აქვს.

"მთავრობის საგანგებო უფლებამოსილების 6 თვით გახანგრძლივება არალოგიკურია, ამით მთავრობა გვეუბნება, რომ საპარლამენტო კონტროლს აუქმებს მთავრობაზე და აძლევს საგანგებო უფლებამოსილებას იმ მოტივით, რომ პანდემიას ებრძოლოს. ამ დროს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში კარგი მდგომარეობაა. არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ყოფილა და ამაზე არავის უფიქრია. შეიძლება, ერთი და ორი თვით ეს გააკეთოს, თუ არის დასაბუთებული, მაგრამ 6 თვით ამის გაკეთება ნიშნავს, რომ უნდათ წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ ამის გამოყენება.

მეორე კანონს რაც შეეხება, არის საერთოდ აბსურდი, ჩრდილოეთ კორეის მსგავსი რამეა, ფაქტიურად ნებისმიერ მაუწყებელში კომისიას შეუძლია დააჯარიმოს, შეუძლია არც კი დაელოდოს გასაჩივრებას და პირდაპირ შეიყვანოს დროებითი მმართველი. არაფერში არ ჯდება, ამის პრაქტიკა არ არსებობს არსად მსოფლიოში, თუ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს არ ავიღებთ", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისათვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად კი, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა