აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, დეპორტაცია დაემუქროთ.

დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი წესი ვრცელდება F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც ეხება აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს.

აშშ-ში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე ბევრი უნივერსიტეტი გადადის. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, მათ შორის იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს 388 839 F და 9 518 M ვიზა გასცა. აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო სტუდენტებით ქვეყნის ეკონომიკამ 45 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, აშშ-ში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ